Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ყალბი დოკუმენტის გამოყენებაში და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში ბრალდებული პირის მიმართ გორის რაიონულმა სასამართლომ გამამრთლებელი განაჩენი დაადგინა

13-12-2012
ყალბი დოკუმენტის გამოყენებაში და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში ბრალდებული პირის მიმართ გორის რაიონულმა სასამართლომ გამამრთლებელი განაჩენი დაადგინა

 

სისხლის სამართლის საქმე №011180711002 (1/310-12) შალვა გიორგის ძე მოსიაშვილის (დაბადებული - 1981წლის 03 იანვარს, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არ მქონე, დაოჯახებული, ინდ. მეწარმე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრების. ხაშური, ვაჩნაძის . №15-ში) მიმართ გორის რაიონულ სასამართლოში შემოვიდა 2012 წლის 11 ივლის. შალვა მოსიაშვილს 2012 წლის 09 ივლისს წარედგინა ბრალდება საქართველოს სსკ-ის 362- მუხლის პირველი ნაწილით (17 ეპიზოდი ეპიზოდი), 362- მუხლის მეორე ნაწილისქვეპუნქტით და 344- მუხლის პირველი ნაწილით

(4 ეპიზოდი). 2012 წლის 11 ივლისს შალვა მოსიაშვილს წარედგინა ბრალდება საქართველოს სსკ-ის 362- მუხლის პირველი ნაწილით (ყალბი დოკუმენტის გამოყენება) (35 ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 344- მუხლის პირველი ნაწილით. (6 ეპიზოდი). კერძოდ, მას ბრალი დაედო, რომ მან განიზრახა ყალბი მონაცემებით აეღო პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, სადაც დაბადების თარიღი ნაცვლად 1980 წლის 03 იანვრისა, მითითებული იქნებოდა 1981 წლის 03 იანვარი. ამისათვის მან დაამზადა ყალბი დაბადების მოწმობა და წარადგინა გორის შს სამმართველოში, რის საფუძველზეც 1996 წლის 14 ნოემბერს მიიღო საქართველოს მოქალაქის ყალბი პასპორტი. აღნიშნული ყალბი პასპორტი შალვა მოსიაშვილმა რამდენჯერმე გამოიყენა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის დროს.

2012 წლის 19 ივლისს განხილულ წინასასამართლო სხდომაზე საქმის არსებითი განხილვა დაინიშნა 2012 წლის 24 ივლისს. 2012 წლის 20 სექტემბერს შალვა მოსიაშვილის მიმართ გამოტანილი იქნა გამამართლებელი განაჩენი, ვინაიდან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 13- მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც კონკრეტულ შემთხვევაში საქმეში ბრალდების მხრიდან წარმოდგენილი არ ყოფილა, ხოლო საქართველოს სსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწლიდან გამომდინარე ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

მოსამართლე
ნინო გერგაული

20.09. 2012
წელი

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია