Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

გურჯაანის რაიონული სასამართლო აცხადებს კონკურსს

06-08-2015
გურჯაანის რაიონული სასამართლო აცხადებს კონკურსს

გურჯაანის რაიონული სასამართლო აცხადებს კონკურსს, კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღები განყოფილების სპეციალისტის გურჯაანის რაიონულ სასამართლოში (1 ვაკანსია); კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღები განყოფილების სპეციალისტის ლაგოდეხის მაგისტრატ სასამართლოში (1 ვაკანსია); სასამართლოს აპარატის საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების მოსამართლის თანაშემწის გურჯაანის რაიონულ სასამართლოში (1 ვაკანსია); ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად. 
კონკურსი ჩატარდება გასაუბრების ფორმით. კონკურსში მონაწილოებას მიიღებს მხოლოდ ის კანდიდატი, რომელიც განაცხადის (აპლიკაციის) გადარჩევის საფუძველზე დააკმაყოფილებს ვაკანსიისთვის დადგენილ მოთხოვნებს. კონკურსში მონაწილეობის მიღების თაობაზე დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩევის შედეგად შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატთან მის მიერ განაცხადში მითითებული ტელეფონის ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით. კონკურსს ჩაატარებს გურჯაანის რაიონული სასამართლოს საკონკურსო-საატესტაციო კომისია. სააპლიკაციო ფორმის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2015 წლის 20 აგვისტოს ჩათვლით. ვაკანსიების ჩამონათვალი და სააპლიკაციო ფორმა შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე: www.hr.gov.ge "ვაკანსიების ძებნის" გვერდზე, ველში "დამსაქმებელი", მიუთითეთ ,,გურჯაანის რაიონული სასამართლო".
დაწვრილებით ინფორმაციისთვის შგიძლიათ დაუკავშირდეთ გურჯაანის რაიონული სასამართლოს სტაჟირების კომისიის სამდივნოს მისამართზე: ქ. გურჯაანი სანაპიროს ქ. №24, ტელ: (353)22 38 22; მობ: 577-28-42-39 ეკა მელიქიშვილი.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია