Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

შეხვედრა სკოლის მოსწავლეებთან

02-12-2015
შეხვედრა სკოლის მოსწავლეებთან

2015 წლის 01 დეკემბერს, გურჯაანის რაიონულ სასამართლოს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ შაშიანის, ვაზისუბნის და მუკუზნის საჯარო სკოლის მოსწავლეები სტუმრობდნენ.
ააიპ თელავის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის მიერ განხორციელებულ სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში
მოსწავლეები შეხვდნენ სასამართლოს მენეჯერს,
ეკა მელიქიშვილმა სტუმრებს მოქალაქეთა მომსახურების ცენტრი, სასამართლოს შენობა, სხდომის დარბაზები დაათვალიერებინა, გააცნო სასამართლოში საქმეთა მიღებისა და რეგისტრაციის ელექტრონული პროცედურები. 
მოსწავლეები დაესწრნენ სასამართლო პროცესს, მიიღეს პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე, გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები. 
გურჯაანის რაიონული სასამართლო გამოთქვამს მზადყოფნას მომავალშიც მხარი დაუჭიროს სკოლის მოსწავლეთა საგანმანათლებლო ინიციატივებს, რომლებიც მათი სამართლებრივი მართლშეგნების ამაღლებას შეუწყობს ხელს.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია