Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

2013 წლის საჯარო ინფორმაცია

2013 წლის საჯარო ინფორმაციის სტატისტიკა

12-01-2015

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს ანგარიში

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად

საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე

 

საქართველოს ზოგადი  ადმინისტრაციული კოდექსის ინფორმაციის თავისუფლების შესახებ მესამე თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების მიზნით, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს  თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის  ბრძანებით დადგენილია საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურე სასამართლოს მენეჯერი  - ზვიად მახარაძე.

 

2013 წლის განმავლობაში ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით ,, 17 “  განცხადება  შემოვიდა, მათ შორის:

 

არასამთავრობო  ორგანიზაციიდან  -  5

ჟურნალისტისაგან   -  1

ფიზიკური პირისგან - 11

 

შემოსული განცხადებებიდან ,,9“ განცხადება დაკმაყოფილდა,

,,6“  განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ,

,, 2“  შემთხვევაში განცხადება არ დაკმაყოფილდა .

 

მოთხოვნის დაკმაყოფილების ან მასზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება  მიღებული იქნა შემდეგი საჯარო მოსამსახურის მიერ:

 

ზვიად მახარაძე - 2011 წლის 20 მაისიდან ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი.   

 

საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში არ  შემოსულა. საანგარიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა.

 

საჯარო მოსამსახურეების მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევის და პასუხისმგებელი პირებისათვის დისციპლინური სახდელის დადების ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

 

ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში

საჯარო ინფორაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი -

სასამართლოს მენეჯერი:                                                                               ზვიად   მახარაძე

 

 
მიმაგრებული ფაილი
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია