Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ოზურგეთის რაიონული სასამართლო აცხადებს კონკურსს!

25-02-2015
ოზურგეთის რაიონული სასამართლო აცხადებს კონკურსს!

ოზურგეთის რაიონული სასამართლო აცხადებს კონკურსს სასამართლოს აპარატის შემდეგ საშტატო თანამდებობებზე: 1) ოზურგეთის რაიონული სასამართლოს აპარატის მანდატურის სამსახურის მანდატური; 2) ოზურგეთის რაიონული სასამართლოს აპარატის საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების მოსამართლის თანაშემწე; 3) ოზურგეთის რაიონული სასამართლოს აპარატის საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების სხდომის მდივანი (2 საშტატო ერთეული); 4) ოზურგეთის რაიონული სასამართლოს აპარატის კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღების სპეციალისტი; 5) ოზურგეთის რაიონული სასამართლოს აპარატის კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღების კურიერი; 6) ოზურგეთის რაიონული სასამართლოს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მაგისტრატი მოსამართლის აპარატის კანცელარიის სპეციალისტი; 7) ოზურგეთის რაიონული სასამართლოს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მაგისტრატი მოსამართლის აპარატის კანცელარიის სპეციალისტი.

კონკურსი ჩატარდება 2 ეტაპად: 1) აპლიკაციების გადარჩევა 2) გასაუბრება. მე-2 ეტაპზე მონაწილოებას მიიღებს მხოლოდ ის კანდიდატი, რომელიც განაცხადის (აპლიკაციის) გადარჩევის საფუძველზე დააკმაყოფილებს შესაბამისი ვაკანსიისთვის დადგენილ მოთხოვნებს. მე-2 ეტაპზე გადასულ კანდიდატთან დაკავშირება მის მიერ განაცხადში მითითებული ტელეფონის ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით. კონკურსს ჩაატარებს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს საკონკურსო-საატესტაციო კომისია. განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2015 წლის 9 მარტი. ვაკანსიების ჩამონათვალი და სააპლიკაციო ფორმა შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე: www.hr.gov.ge ,,ვაკანსიების ძებნის გვერდზე, ველში ,,დამსაქმებელი, მიუთითეთ ,,ოზურგეთის რაიონული სასამართლო.

 

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია