Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

2021 წ. ანგარიში საჯარო ინფრომაციის გაცემაზე

2021 წლის საანგარიშო პერიოდი

12-01-2022

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს ანგარიში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ინფორმაციის თავისუფლების შესახებ მესამე თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების მიზნით, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის ბრძანებით დადგენილია საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურე - სასამართლოს მენეჯერი ზვიად მახარაძე. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემა მოიცავს მოთხოვნილი მასალების ქსეროასლების ან ელექტრონული მატარებლის მეშვეობით ინფორმაციის მიწოდებას, სტატისტიკურ მონაცემთა გაცემას და ა.შ. 2021 წლის საანგარიშო პერიოდში ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით ,, 21 “ განცხადება შემოვიდა, მათ შორის: არასამთავრობო ორგანიზაციიდან - 7 ; ჟურნალისტისაგან - 1 ; ფიზიკური პირისგან - 13 . შემოსული განცხადებებიდან ,, 13 “ განცხადება დაკმაყოფილდა, ,, 8 “ შემთხვევაში განცხადება არ დაკმაყოფილდა. საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმისას გადაწყვეტილების მიმღებმა იხელმძღვანელა საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით. მოთხოვნათა დაკმაყოფილების ან მათ დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებები მიღებული იქნა შემდეგი საჯარო მოსამსახურის მიერ: ზვიად მახარაძე - 2011 წლის 20 მაისიდან ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი. საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში არ შემოსულა. საანგარიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა. საჯარო მოსამსახურეების მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევის და პასუხისმგებელი პირებისათვის დისციპლინური სახდელის დადების ფაქტს ადგილი არ ჰქონია. ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი - სასამართლოს მენეჯერი: ზვიად მახარაძე 

 
მიმაგრებული ფაილი
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია