Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

სასამართლოს განცხადება

22-04-2016
სასამართლოს განცხადება

ოზურგეთის რაიონული სასამართლო ეხმაურება პრესით გავრცელებულ ინფორმაციას და განმარტავს, რომ ლანჩხუთის რაიონის სოფელ ნიგოითში მცხოვრებ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევთა მიმართ,ლანჩხუთის მაგისტრატ სასამართლოს, ადმინისტრაციული სახდელის სახით, არ გამოუყენებია ჯარიმა. სასამართლომ გაითვალისწინა ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული მოქალაქეების მძიმე ეკონომიკური და ოჯახური მდგომარეობა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართლადარღვევათა კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად, ისინი გაანთავისუფლა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან, კერძოდ, თითოეული მათგანი გათავისუფლდა 500 ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდისაგან და გამოეცხადათ მხოლოდ სიტყვიერი შენიშვნა.

 

რაც შეეხება სამართალდამრღვევებზე დაკისრებულ თანხას, აღნიშნული განკუთვნილი არის გარემოზე მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად, რომლისგან განთავისუფლების შესაძლებლობას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი არ ითვალისწინებს.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია