Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

2018 წ. ანგარიში საჯარო ინფრომაციის გაცემაზე

2018 წლის ანგარიში

18-06-2019

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს ანგარიში

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად

საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე

 

საქართველოს ზოგადი  ადმინისტრაციული კოდექსის ინფორმაციის თავისუფლების შესახებ მესამე თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების მიზნით, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს  თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის  ბრძანებით დადგენილია საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურე  -  სასამართლოს მენეჯერი  ზვიად მახარაძე.

 

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემა მოიცავს მოთხოვნილი მასალების ქსეროასლების ან ელექტრონული მატარებლის მეშვეობით ინფორმაციის მიწოდებას, სტატისტიკურ მონაცემთა გაცემას და ა.შ.

 

2018 წლის საანგარიშო პერიოდში ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით ,, 34   განცხადება  შემოვიდა, მათ შორის:

 

არასამთავრობო  ორგანიზაციიდან  -  17 ;

ჟურნალისტისაგან   -  2 ;

ფიზიკური პირისგან -  15 .

 

შემოსული განცხადებებიდან ,, 26 “ განცხადება დაკმაყოფილდა,

,, 8   შემთხვევაში განცხადება არ დაკმაყოფილდა.

 

საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმისას გადაწყვეტილების მიმღებმა იხელმძღვანელა საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით.

 

მოთხოვნათა დაკმაყოფილების ან მათ დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებები  მიღებული იქნა შემდეგი საჯარო მოსამსახურეების მიერ:

 

ზვიად მახარაძე - 2011 წლის 20 მაისიდან ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი  (გადაწყვეტილება მიიღო „32“ შემთხვევაში);

ნინელი სიხარულიძე - ოზურგეთის რაიონული სასამართლოს კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღების უფროსი (გადაწყვეტილება მიიღო „2“ შემთხვევაში). 

 

საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში არ  შემოსულა. საანგარიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა.

 

საჯარო მოსამსახურეების მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევის და პასუხისმგებელი პირებისათვის დისციპლინური სახდელის დადების ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

 

ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში

საჯარო ინფორმაციის გაცემაზე

პასუხისმგებელი პირი - სასამართლოს მენეჯერი:                                                ზვიად   მახარაძე

 

 
მიმაგრებული ფაილი
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია