Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი ადამიანის გატაცების მცდელობისათვის

06-06-2011

2011 წლის 6 ივნისის განაჩენით ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ადამიანის გატაცების ორგანიზებაში, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-გადაზიდვასა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში ბრალდებულთა ჯგუფი გაასამართლა. აღნიშნული განაჩენით, მსჯავრი ჯგუფურ დანაშაულში მონაწილე 4 პირს დაედო. საქმის მასალების მიხედვით, მსჯავრდებული კ.მ. დანაშაულებრივი ჯგუფის მეორე წევრს დ.ბ-ს ქუთაისელი მეწარმე ავთანდილ გაბადაძის გატაცების მიზნით დაუკავშირდა. დანაშაულის ჩადენის გაადვილებისა და ჯგუფის საბრძოლო მასალით შეიარაღების მიზნით მათ მეწარმისათვის თავისუფლების აღკვეთის მომზადებაში ჩართეს კიდევ ორი პირი - კ.მ. და გ.ს. დანაშაულებრივმა ჯგუფმა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა. თერჯოლიდან ქ.ქუთაისის მიმართულებით მანქანით გადაადგილებისას კ.მ. და დ.ბ. პოლიციის მუშაკებმა დააკავეს. მანქანისა და პირადი ჩხრეკისას პოლიციამ ამოიღო ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღები ვაზნებით, 4 პაკეტად დაფასოებული ნარკოტიკული ნივთიერება, ნიღბები, სამი წყვილი ხელთათმანი, თოკი და წებოვანი ლენტი. ჯგუფის მესამე წევრი ბ.ე. პოლიციამ ქუთაისში დააკავა. გ.ს. კი ამ დრომდე ძებნილია.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა ბრალდებულებისა და მათი ადვოკატების მოთხოვნა განსასჯელების უდანაშაულოდ ცნობის შესახებ. საქმეში არსებული ავტომანქანებისა და პირადი ჩხრეკის ოქმებით, ექსპერტიზის დაკვნებითა და მოწმეთა ჩვენებებით სასამართლომ უტყუარად და დადასტურებულოდ ცნო ბრალდებულთა მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენა. შესაბამისად, განაჩენის სამოტივაციო ნაწილში მოცემულია: "სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულების ვერსიას მათი უდანაშაულოდ ცნობის შესახებ, რადგან იგი არამხოლოდ ვერ პოვებს დადასტურებას საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, არამედ წინააღმდეგობაშია მათთან, რაც ააშკარავებს ბრალდებულების განზრახვას მოგონილი ვერსიით თავი აარიდონ მოსალოდნელ სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას".

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს - კ.მ.-ს 29 წლით, დ.ბ.-ს 26 წლით, ბ.ე.-ს 25 წლით, გ.ს.-ს კი 18 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია