Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ზურაბ ბაღდაროვის საქმეზე გამამართლებელი განაჩენი დაადგინა

22-06-2011

2011 წლის 22 ივნისს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ თვითნებურ ქმედებაში ბრალდებული გაამართლა. ზურაბ ბაღდაროვს ბრალი თანასოფლელი ნანა ჯ-ის ოჯახიდან საყოფაცხოვრებო ნივთების თვითნებურად წაღებაში ედებოდა, დანაშაული გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით. გამოძიების მასალების მიხედვით, ნ. ჯ-ემ ბრალდებულის კუთვნილი სასურსათო მაღაზიიდან აღებული პროდუქტის ვალის - 114 ლარის გადახდა დააგვიანა. სწორედ ამ ვალის სამაგიეროდ წაიღო ზ.ბაღდაროვმა ნ. ჯ-ის სახლიდან ტელევიზორი და "დვდ" მაგნიტოფონი. შს სამმართველოში ოჯახის დიასახლისის ჩივილის შემდეგ ბაღდაროვის წინააღმდეგ სს საქმე აღიძრა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მოწმეთა ჩვენებებსა და საქმის სხვა მასალებზე დაყრდნობით დაადგინა, რომ ბრალდებულს თვითნებური ქმედება არ ჩაუდენია. ნანა ჯ-ის მეუღლემ გურამ შ-ემ სასამართლოზე დაადასტურა, რომ ბაღდაროვს მისი სახლიდან საყოფაცხოვრებო ნივთები ძალადობით არ წაუღია. ისინი შეთანხმებული იყვნენ, რომ ვალის გასტუმრების შემდეგ შ-ები თავის ნივთებს დაიბრუნებდნენ.

სასამართლომ ზურაბ ბაღდაროვს ბრალდება მოუხსნა და იგი უდანაშაულოდ ცნო.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია