Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მორიგი გამამართლებელი განაჩენი დაადგინა

22-07-2011

2011 წლის 22 ივლისს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ქურდობაში ბრალდებული ომარ ზობიანის მიმართ გამამართლებელი განაჩენი დააყენა. ბრალდების მხარე ზობიანს ბუღაძეების ოჯახიდან აუდიომაგნიტოფონის ქურდობაში ედავებოდა.

სასამართლო გამოძიების დროს ბრალდებულის მიერ მიცემული ჩვენებით, მას დანაშაული არ ჩაუდენია და აუდიომაგნიტოფონი ნაცნობი ოჯახისაგან ინათხოვრა. სასამართლომ მოისმინა ფაქტის თვითმხილველ მოწმეთა ჩვენებები, შეისწავლა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და დაადგინა, რომ დაზარალებული კეთილსინდისიერად შეცდა, როდესაც ბრალდებული დანაშაულის ჩადენაში ამხილა, ხოლო ომარ ზობიანი მისდამი შერაცხულ ბრალში უდანაშაულოდ ცნო.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია