Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის წესის დარღვევაში ბრალდებული პირები დამნაშავედ ცნო

28-07-2011
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის წესის დარღვევაში ბრალდებული პირები დამნაშავედ ცნო

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 28 ივლისის განაჩენით დამნაშავედ იქნენ ცნობილი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის მუნიციპალური შესყიდვების განყოფილების უფროსი იმედა ბოკელავაძე და სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის წესის დარღვევაში ბრალდებული ინდ. მეწარმეები მამუკა ბერელიძე და დევისი ხარბედია. სასამართლომ საქმის განხილვის დროს დადგენილად მიიჩნია, რომ 2011 წლის 15 იანვარს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადდა გამარტივებული ელექტრონული ტენდერი 2 ერთეულ ნაგავმზიდი ავტომანქანის შესყიდვაზე, საერთო ღირებულებით 60 000 ლარი. იმედა ბოკელავაძემ გამოიჩინა რა მიკერძოებულობა, მეგობარ ი/მ მამუკა ბერელიძეს გაუწია კონსულტაცია და მიაწოდა სრული ინფორმაცია ტენდერის შესახებ. ხსენებულ გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერში წინადადება შეიტანა ორმა მსურველმა - ი/მ დევისი ხარბედიამ და ი/მ მამუკა ბერელიძემ. პროცედურების მიხედვით, ელექტრონული ვაჭრობის მესამე რაუნდში დევისი ხარბედიამ წარადგინა ფასი 55000 ლარი, ხოლო მამუკა ბერელიძემ 54999 ლარი, შესაბამისად გაიმარჯვა ამ უკანასკნელმა. იმის გამო, რომ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად მისაწოდებელი საგნის ფასმა მოიკლო 5001 ლარით და ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში მამუკა ბერელიძე მიიღებდა თანხას საწყისზე ნაკლები ოდენობით, იმედა ბოკელავაძემ განიზრახა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით, უპირატესობა მიენიჭებინა მეგობარ მამუკა ბერელიძისათვის და შეექმნა პირობები ამ უკანასკნელისათვის 60000 ლარის მისაღებად. განზრახვის განსახორციელებლად იმედა ბოკელავაძემ, როგორც კომისიის აპარატის წევრმა და სხდომის მდივანმა, გადაწყვიტა კომისიაზე მოეხდინა ზეგავლენა და პრეტენდენტების დისკვალიფიკაციით დაესრულებინა ტენდერი, რასაც მიაღწია კიდეც. 2011 წლის 21 იანვარს კომისიამ გამოაცხადა გამარტივებული ელექტრონული ტენდერი კვლავ 60000 ლარით, მიუხედავად იმისა, რომ შესაძენი ობიექტის ფასი 55000 ლარამდე იყო დაწეული. მამუკა ბერელიძე დაუკავშირდა ი/მ დევისი ხარბედიას და გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ შესთავაზა უარი ეთქვა ხელახლა გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობის მიღებაზე. საყურადღებოა ის გარემოება, რომ ორივე პრეტედენტი კანონით "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანების შესაბამისად გაფრთხილებულები იყვნენ არ ეწარმოებინათ კერძო მოლაპარაკებები კონკურენტებს შორის სატენდერო პირობების ფასზე და სხვა დეტალებზე, წინააღმდეგ შემთხვევაში დადგებოდა მათი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი. მიუხედავად ამისა, მათი მოლაპარაკების საფუძველზე დ.ხარბედიამ აღარ მიიღო მონაწილეობა, ხოლო მამუკა ბერელიძე უკონკურენტოდ გამოცხადდა ტენდერში გამარჯვებულად და 60000 ლარზე გაუფორმდა ხელშეკრულება, რამაც შემსყიდველი ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.ზემოაღნიშნული ქმედებებისთვის იმედა ბოკელავაძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახით განესაზღვრა 2 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; მამუკა ბერელიძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 24, 332-ე მუხლის პირველი ნაწილით და 1951 მუხლის პირველი ნაწილით და დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახით განესაზღვრა 3 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; დევისი ხარბედია ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1951 მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახით განესაზღვრა 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

 

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია