Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ თაღლითობაში ბრალდებული გაამართლა

29-09-2011
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ თაღლითობაში ბრალდებული გაამართლა

2011 წლის 29 სექტემბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ თაღლითობაში ბრალდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენი დააყენა. გიორგი ტყაბლაძეს ბრალი თავისი მეგობრის თ.ჯ.-სნივთების თაღლითურად მისაკუთრებაში ედებოდა. საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულმა სხვისი კუთვნილი ოქროს სამკაულები და მობილური ტელეფონი წყალტუბოში მდებარე ლომბარდში ჩააბარა. მატერიალური მდგომარეობის გამო გ.ტ.-მ მათი გამოსყიდვა და თ.ჯ.-სათვის მიცემული პირობის შესრულება ვერ შეძლო. წყალტუბოს შს სამმართველომ სისხლის სამართლის საქმე თაღლითობის ბრალდებით დაზარალებულის განცხადების შედეგად აღძრა. საქმის გამოძიებისას ბრალდებულმა დაადასტურა მითითებული გარემოებები. მანვე გამოძიების მწარმოებელ ორგანოში თ.ჯ.-ს კუთვნილი ოქროს სამკაულები წარადგინა,მობილური ტელეფონის საფასური კი მეგობარს თანხით გადაუხადა. შეკრებილ მტკიცებულებათა ანალიზის შემდეგ სასამართლომ ბრალდებულის მიერ თაღლითობის განზრახვა გამორიცხა და გ.ტ.-ს ბრალი მოუხსნა.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია