Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მორიგი გამამართლებელი განაჩენი დაადგინა

16-07-2012
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მორიგი გამამართლებელი განაჩენი დაადგინა

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 16 ივლისის განაჩენით,  ბრალდებულები ზ. კ.,  ა. კ.,  ა. ქ. და კ. ა.  უდანაშაულოდ იქნენ ცნობილი. გამოძიება მათ სს "ენერგო-პრო ჯორჯიას" კუთვნილი ელექტროსადენების თვითნებურად  მისაკუთრებაში ედავებოდა. სასამართლომ გამოიკვლია საქმეში არსებული მტკიცებულებები და დაადგინა, რომ აღნიშნული ელექტროსადენები წლების წინ შეძენილი იყო თვით ბრალდებულების მიერ საკუთარი თანხით და მათი მხრიდან თვითნებობას ადგილი არ ჰქონია. შედეგად, სასამართლოს გადაწყვეტილებით ბრალდებულები სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლდნენ და მათ მიმართ გამამართლებელი განაჩენი დადგა.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია