Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ პოლიტიკური გაერთიანება

12-09-2012
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ პოლიტიკური გაერთიანება

2012 წლის 12 სექტემბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დაასრულა პოლიტიკური გაერთიანება "თავისუფალი საქართველოს" სარჩელის განხილვა, მოპასუხე - ქალაქ ქუთაისის საკრებულოს წინააღმდეგ, საკრებულოს თავმჯდომარის 2012 წლის 09 აგვისტოს ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ, რომლითაც განსაზღვრული იყო ქალაქ ქუთაისში, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე სუბიექტებისათვის წინასაარჩევნო შეხვედრებისათვის, შენობებისა და საარჩევნო ბეჭდვითი მასალების (პლაკატების) გასაკრავი ადგილები. სასამართლომ პოლიტიკური გაერთიანება"თავისუფალი საქართველოს" სარჩელი არ დააკმაყოფილა, ვინაიდან საქმის განხილვისას დადგინდა, რომ გასაჩივრებული ბრძანებით სააგიტაციო მასალების გაკვრა აიკრძალა ქალაქ ქუთაისის ტერიტორიაზე არსებულ გარე განათების ბოძებზე და ირ. აბაშიძის გამზირზე, ყოველივე ეს კი ემსახურებოდა მიზანს არ დარღვეულიყო ქალაქის კულტურულ-ეკონომიკური ინტერესები, ცალკეული არქიტექტურული ობიექტების იერსახე და მათი მხატვრულ-ესტეთიკური ღირებულებები. ამავე დროს საკრებულოს თავმჯდომარის 2012 წლის ბრძანება მიღებული იქნა ისე, რომ არ დარღვეულა დისკრეციული უფლებამოსილების პრინციპი, კერძოდ არ დარღვეულა საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობა, ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებდა მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, მის მიერ მიღებული ამ გადაწყვეტილებით არ შელახულა არცერთი საარჩევნო სუბიექტის უფლებები და გასაჩივრებული ბრძანებით დადგენილი ადგილები, სადაც ნებადართულია სააგიტაციო მასალის განთავსება, წარმოადგენს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს. სასამართლომ ასევე ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებებზე რომ მოპასუხის მიერ სტენდების განლაგებისთვის ადგილი შერჩეული იქნა არა მხოლოდ მოსარჩელისათვის, არამედ ყველა საარჩევნო სუბიექტისათვის, რითაც ზუსტად შეასრულა და განახორციელა საარჩევნო სუბიექტებისათვის თანაბარზომიერი მდგომარეობის დაცვის პრინციპი.

გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში

 

 

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია