Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული ელიზბარ ბანძელაზე წარდგენილ ბრალდებაში გაამართლა და სხდომის დარბაზიდან გაათავისუფლა

16-11-2012
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული ელიზბარ ბანძელაზე წარდგენილ ბრალდებაში გაამართლა და სხდომის დარბაზიდან გაათავისუფლა

ელიზბარ ბანძელაძეს ბრალად ედებოდა წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ნივთის შეძენა, ფლობა და განკარგვა. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახით ჯარიმას ან 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
 
სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ანალიზიდან გამომდინარე, 
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭირო ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც დაადასტურებდა პირის ბრალეულობას შერაცხულ დანაშაულში. სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა საკმარისი მტკიცებულებები იმის დასადასტურებლად, რომ ბრალდებულმა იცოდა, რომ ნივთი ნაქურდალი იყო. პროცესის განმავლობაში ბრალდებული არ ცნობდა თავს დამნაშავედ და იყენებდა დუმილის უფლებას.  ქუთაისის საქალაქო სასამართლომ საქმეზე შეკრებილი მასალების განხილვის შედეგად ბრალდებული უდანაშაულოდ მიიჩნია და იგი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.
 
ეს იყო რიგით მეცხრე გამამართლებელი განაჩენი 15 პირის მიმართ 2012 წლის განმავლობაში, რომელიც ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დაადგინა.  საერთო ჯამში, კი სულ საქართველოს საერთო სასამართლოებმა მიმდინარე წლის 10 თვის მანძილზე 112 პირის მიმართ დაადგინეს გამამართლებელი განაჩენი
, რაც არსებითად განხილული საქმეების 9,3 პროცენტს შეადგენს.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია