Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ამომრჩევლის მოსყიდვაში ბრალდებულების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა

27-11-2012
ამომრჩევლის მოსყიდვაში ბრალდებულების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა

ქუთაისის საქალაქო სასამართლო განიხილავდა სისხლის სამართლის საქმეს ბრალდებულების ნინო ყურუას, მიხეილ ამაშუკელის, კობა ჯაბუას, მიხეილ მესხის და გაგა ამბროლაძის მიმართ, რომელთაც ბრალი ედებოდათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1641-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, კერძოდ მასში, რომ მათ მონაწილეობა მიიღეს ამომრჩეველთა მოსყიდვაში, ესე იგი საარჩევნო მიზნით პირდაპირ ფულის ან სხვა ქონების შეთავაზება, დაპირებაში, რაც გამოიხატა შემდეგში: მოქალაქეთა პოლიტიკურმა გაერთიანებამ ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო‘‘-მ ქ. ქუთაისში 2012 წლის 10 ივნისს დაგეგმა აქცია. მასში მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველსაყოფად 2012 წლის 5 ივნისს პარტიის აქტივისტებმა მოსახლეობასთან გამართეს შეხვედრები, რა დროსაც ზემოხსენებული პირები, მოქალაქეებს ბუკლეტების შევსებისა და მათში ქონებრივი ხასიათის სურვილების დაფიქსირების გზით დაპირდნენ 1000 ლარის ფარგლებში, ფულის ან სხვა ქონების გადაცემას. 2012 წლის 27 ნოემბერს გამართულ სასამართლო პროცესზე სახელმწიფო ბრალდების მხარემ, ზემდგომი პროკურორის თანხმობით, იშუამდგომლა ნ. ყურუას, მ. ამაშუკელის, კ. ჯაბუას, მ. მესხის და გ. ამბროლაძის მიმართ წარდგენილი ბრალდების მოხსნა და სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტა, რაც მოქმედი კანონმდებლობით, სასამართლოს მიერ იწვევს საქმის შეწყვეტას. 

 

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია