Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ქუთაისის საქალაქო სასამართლო ქალაქის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრებს აგრძელებს.

12-06-2012
ქუთაისის საქალაქო სასამართლო ქალაქის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრებს აგრძელებს.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ №13 საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა.ისინი შეხვდნენ სასამართლოს თავმჯდომარეს, მოსამართლეს და მენეჯერს. შეხვედრისას საუბარი შეეხებოდა საქართველოს საერთო სასამართლოებში სამოქალაქო და სისხლის სამართლის კატეგორიის საქმეების განხილვის პროცედურებს. ასევე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებს და ამ კატეგორიის საქმეთა წარმოების სპეციფიკას. მოსწავლეებს განემარტათ თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის არსი, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო მნიშვნელობა და სხვა საკანონმდებლო ნოვაციები. ისინი გაეცვნენ კომპიუტერულ თამაშს "სასამართლო", ასევე ვიდეორგოლებს - სასამართლოების შესახებ, დასასრულს კი მათ გადაეცათ წიგნები "ბავშვი და სამართალი". აღნიშნულმა თემებმა მოსწავლეების დიდი ინტერესი გამოიწვია და მათ მსგავსი შეხვედრების ხშირი გამართვის სურვილი გამოთქვეს.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია