Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

გაერთიანებული სასამართლოები ეფექტური მართლმსაჯულებისთვის

25-09-2010

რეფორმის ფარგლებში სასამართლოების გამსხვილების პროცესი მიმდინარე წელსაც გაგრძელდა. გაერთიანებული სასამართლოს სტატუსით ქუთაისის საქალაქო სასამართლო 2010 წლის 22 სექტემბრიდან სარგებლობს. მასთან ტყიბულის, ბაღდათის და წყალტუბოს რაიონული სასამართლოები გაერთიანდნენ. თითოეულ ამ რაიონში სამსახურებრივი უფლებამოსილების ფარგლებში მაგისტრატი მოსამართლე იმუშავებს, რომელიც პირველი ინსტანციის წესით განიხილავს მის განსჯადობას მიკუთვნებულ სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეებს. ამასთან, მაგისტრატ მოსამართლეებს უფლება აქვთ საჭიროების შემთხვევაში განიხილონ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განსჯადი საქმეებიც. მართლმსაჯულებაში მიმდინარე რეფორმის წარმატებისათვის საერთო სასამართლოების გაერთიანების პროცესს დიდი მნიშვნელობა ენიჭება. მოსახლეობისათვის მოსახერხებელი ადგილმდებარეობა და მოსამართლეთა სპეციალიზაცია კიდევ უფრო მეტ წინაპირობას ქმნის საქმეების სწრაფად და კვალიფიციურად განხილვისათვის.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია