Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ვიზიტი ქუთაისში

17-06-2011

2011 წლის 17 ივნისს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებს, თანამშრომლებსა და მედიის წარმომადგენლებს შეხვდა. იმერეთის რეგიონში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შეხვედრები 2006 წლიდან პერიოდულად იმართება. ამჯერად სასამართლოს თანამშრომლებთან და ჟურნალისტებთან შეხვედრის მიზანი, ბოლო ერთი წლის მანძილზე სასამართლოს მომხმარებელთა გამოკითხვის შედეგების და სასამართლოში მიმდინარე სიახლეების გაცნობა გახლდათ. ბოლო კვლევების მიხედვით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიმართ მოქალაქეების ნდობა გაზრდილია. 2011 წ. 2-დან 18 მაისამდე ჩატარდა სასამართლოს მომხმარებელთა გამოკითხვა საქართველოს 5 რაიონულ და 3 საქალაქო სასამართლოში. სულ გამოიკითხა 3787 რესპოდენტი, მათ შორის 636 რესპოდენტი გამოიკითხა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში. კითხვები ძირითადად, სასამართლოში არსებულ გარემოს, თანამშრომელთა დამოკიდებულებას მოქალაქეებისადმი, საქმის განხილვის ვადებს და სასამართლოს მიმართ ნდობას შეეხებოდა. კვლევის მიმდინარეობას საერთაშორისო ორგანიზაციების NORLG, ABA, UNDP-ის წარმომადგენლები აკვირდებოდნენ. კითხვაზე, რამდენ ხანს მოგიწიათ ლოდინი ვიდრე ყურადღებას მოგაქცევდნენ, ქუთაისში გამოკითხული რესპოდენტების 93,7 პროცენტი აცხადებს, რომ მომსახურება გაუწიეს დროულად ან მაქსიმუმ 10 წუთში, ხოლო 92,7 პროცენტი მიიჩნევს, რომ სასამართლოდან სრულად მიიღო მისთვის საჭირო ინფორმაცია. სასამართლოს მოხელეთა თავაზიანობას, როგორც ძალიან კარგი, აფასებს 55,1 პროცენტი, კარგი - 39,2 პროცენტი.  ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქუთაისში გამოკითხული რესპოდენტების 82,3 პროცენტი მიიჩნევს, რომ სასამართლომ მათი საქმე დროულად გადაწყვიტა. კვლევის ბოლო შეკითხვა სასამართლოს მიმართ ნდობის საკითხს შეეხებოდა. ქუთაისის სასამართლოში მისული მოქალაქეების 71,4 პროცენტი აცხადებს, რომ ენდობა სასამართლოს, ხოლო 21,8 პროცენტი ამბობს, რომ ნაწილობრივ ენდობა. ზუსტად ერთი წლის წინ, 2010 წლის წლის მაისში, ანალოგიური ტიპის გამოკითხვა USAID-ისა და უზენაესი სასამართლოს მიერ ჩატარდა. 2010 წლის მაისში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გამოკითხული რესპოდენტების 62,4 პროცენტი აცხადებდა, რომ ენდობოდნენ სასამართლოს, ხოლო 2011 წლის იმავე პერიოდისთვის, ნდობის მაჩვენებელი უკვე 71,4-მდეა გაზრდილი.

 

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია