Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ქართველ მოსამართლეთა დელეგაციის ვიზიტი ამერიკაში

14-03-2010

ამერიკული პოლიტიკური და სასამართლო სისტემების, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მრავალწლიანი გამოცდილებისა და სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობის გაცნობა - ვიზიტის ამ მიზნით, ქართველი მოსამართლეების დელეგაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა. ეს იყო ფონდ "ღია სამყაროს" მიერ ორგანიზებული კიდევ ერთი სასწავლო-გაცნობითი ტური ქართული სასამართლო სისტემის წარმომადგენლებისათვის. ვიზიტი მიმდინარე წლის 3-დან 13 მარტამდე გაგრძელდა. დელეგაციის წევრებს შორის იყვნენ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე ლევან თევზაძე და ამავე სასამართლოს მოსამართლე გოჩა აბუსერიძე. "როგორც ცნობილია, თბილისთან ერთად ქუთაისშიც იგეგმება სასამართლო პროცესები ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით. ამიტომ აღნიშნული ვიზიტი ჩვენთვის ამ თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანი იყო. აშშ-ში მიღებული გამოცდილება დახმარებას გაგვიწევს ახალი ინსტიტუტის უკეთ დამკვიდრებასა და შემდგომ პრაქტიკულად განხორციელებაში", - ამერიკაში ვიზიტის შემდეგ განაცხადა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ ლევან თევზაძემ. ქართველ მოსამართლეთა დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში გამართულ შეხვედრებში, სადაც ამერიკულმა მხარემ კიდევ ერთხელ გამოხატა მზადყოფნა ქართული სასამართლო სისტემის დასახმარებლად. ვიზიტის ფარგლებში, ქართული დელეგაცია დაესწრო ტენესის შტატის დევიდსონისა და ბლანტის საგრაფოების სასამართლოებში გამართულ პროცესებს. ნაფიც მსაჯულთა მოწვევისა და სხვადასხვა პროცესებზე მათი განაწილების პროცედურების გაცნობა, მსაჯულების შესარჩევი გასაუბრების ამსახველი ვიდეო მასალისა და მათი მონაწილებით გამართული პროცესების ნახვა, - სამუშაო პროგრამით გათვალისწინებულმა ამ ღონისძიებებმა ქართველ მოსამართლეებს საშუალება მისცა, უკეთ გაცნობოდნენ ნაფიც მსაჯულთა მრავალწლიან გამოცდილებას ამერიკაში. მართლმსაჯულების ქართველ და ამერიკელ წარმომადგენლებს შორის გაიმართა საინტერესო დისკუსიები და აზრთა გაზიარება სასამართლო სისტემისათვის აქტუალურ საკითხებზე.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია