Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ქართველი მოსამართლეების დელეგაცია პოლონეთში

01-12-2010

საერთაშორისო თანამშრომლობა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში და კორუფციული საქმეების განხილვის სასამართლო პრაქტიკის მიმოხილვა -  ამ მიზნით ქართველი მოსამართლეების დელეგაცია პოლონეთში, ქალაქ ლუბლინში იმყოფებოდა. ეს იყო ევროკავშირის ეგიდით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, პოლონეთის საზოგადოებრივი პროკურატურისა და სასამართლოს საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით: "ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ". ვიზიტი მიმდინარე წლის 28-დან 30 ნოემბრამდე გაგრძელდა. კოფერენციაში მონაწილეობას იღებდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე. ამ ღონისძიებამ ქართველ მოსამართლეებს საშუალება მისცა  გასცნობოდნენ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდებ  ევროპის ქვეყნებში.  მართლმსაჯულების ქართველ და ევროპელ წარმომადგენლებს შორის გაიმართა საინტერესო დისკუსიები და აზრთა გაზიარება სასამართლო სისტემაში არსებულ აქტუალურ საკითხებზე.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია