Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

მოსწავლეები ქუთაისის საქალაქო სასამართლოში

08-06-2015
მოსწავლეები ქუთაისის საქალაქო სასამართლოში

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის პროგრამის ფარგლებში ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ამჯერად ქუთაისის №21-ე და №41-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა. პროგრამის მიზანია მოზარდები იყვნენ ინფორმირებულები ქვეყანაში მოთხოვნადი პროფესიებისა და დასაქმების ადგილებთან დაკავშირებით. შეხვედრისას მოსწავლეებმა მიიღეს ზოგადი ინფორმაცია საერთო სასამართლოების სტრუქტურის შესახებ. გაეცვნენ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებს და ამ კატეგორიის საქმეთა წარმოების სპეციფიკას, დაათვალიერეს სასამართლოს შენობა და სხდომათა დარბაზები, დაინტერესდნენ ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით სისხლის სამართლის საქმეების განხილვის პროცედურებით, რაზედაც მიიღეს შესაბამისი განმარტებები. შეხვედრის დასრულებისას გადაეცათ საინფორმაციო ბუკლეტები სასამართლოების შესახებ. მოსწავლეები კმაყოფილნი დარჩნენ სასამართლოს თანამშრომელთა გულისხმიერებით. ქუთაისის საქალაქო სასამართლო მომავალშიც გააგრძელებს მოზარდებთან მსგავსი ტიპის საინფორმაციო-შემეცნებითი ხასიათის შეხვედრების გამართვას.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია