ქუთაისის საქალაქო სასამართლომ აპარატის სხვადასხვა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსი გამოაცხადა. კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად, განაცხადების გადარჩევის და გასაუბრების ფორმით. კონკურსს ჩაატარებს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს საკონკურსო-საატესტაციო კომისია. სააპლიკაციო ფორმის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2015 წლის 22 ოქტომბერი. ვაკანსიების ჩამონათვალი და სააპლიკაციო ფორმა შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე: www.hr.gov.ge "ვაკანსიების ძებნის" გვერდზე, ველში "დამსაქმებელი", მიუთითეთ ,,ქუთაისის საქალაქო სასამართლო". |