Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

სკოლის მოსწავლეების ვიზიტი

24-12-2015
სკოლის მოსწავლეების ვიზიტი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის პროგრამის ფარგლებში ქუთაისის საქალაქო, ბაღდათისა და ტყიბულის მაგისტრატმა სასამართლოებმა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ათამდე სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლეს. მოსწავლეებმა მიიღეს ზოგადი ინფორმაცია საერთო სასამართლოების სტრუქტურის შესახებ. გაეცვნენ ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით სისხლის სამართლის საქმეების განხილვის პროცედურებს, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებს და ამ კატეგორიის საქმეთა წარმოების სპეციფიკას, დაათვალიერეს სასამართლოს შენობები და სხდომის დარბაზები, ისინი კმაყოფილნი დარჩნენ სასამართლოს თანამშრომელთა გულისხმიერებით. ქუთაისის საგანმანათლებლო რესურცენტრის წარმომადგენლების მიერ სასამართლოს პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის პროგრამაში თანამშრომლობისა და აქტიური მხარდაჭერისათვის მადლობის სიგელი გადმოეცაქუთაისის საქალაქო სასამართლო მომავალშიც გააგრძელებს მოზარდებთან მსგავსი ტიპის საინფორმაციო-შემეცნებითი ხასიათის შეხვედრების გამართვას.  

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია