Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მოწმე გამოძიების ეტაპზე მოსამართლის წინაშე დაიკითხა

10-03-2016
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მოწმე გამოძიების ეტაპზე  მოსამართლის წინაშე დაიკითხა

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში განხორციელდა გამოძიების ეტაპზე მოწმის მოსამართლის წინაშე დაკითხვა. ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე.  2016 წლის 09 მარტს დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურამ აღნიშნულ საქმეზე შუამდგომლობით მომართა სასამართლოს გამოძიების ეტაპზე მოსამართლის წინაშე მოწმის დაკითხვის თაობაზე. შუამდგომლობის დასაბუთება აგებული იყო იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მოწმემ გამოძიების ფარგლებში უარი განაცხადა გამოკითხვაზე და თავად გამოთქვა მოსამართლის წინაშე დაკითხვის სურვილი. სასამართლოს მიერ პროკურატურის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და მოწმე მოსამართლის წინაშე დახურულ სხდომაზე დაიკითხა.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია