ქუთაისის საქალაქო სასამართლოში 2016 წლის 13 ივნისს გამოცხადებულ კონკურსში - სასამართლოს მენეჯერი - საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების უფროსის ვაკანსიაზე შემოსული განცხადებების გადარჩევის შემდეგ, გასაუბრების ეტაპზე დაბარებული იქნა 5 კანდიდატი. გასაუბრების ეტაპზე გამოცხადდა 3 კანდიდატი.
საკონკურსო-საატესტაციო კომისია გადაწყვეტილებას იღებდა კანონმდებლობით დადგენილი წესით ხმათა უმრავლესობით. საბოლოო გადაწყვეტილება მიღებულ იქნა განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში - 2016 წლის 07 აპრილს. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეს ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად წარედგინა ავთანდილ კვინიკაძე. |