Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

განცხადება სასამართლო მედიატორთა კონკურსის გამოცხადების შესახებ

26-09-2016
განცხადება სასამართლო მედიატორთა კონკურსის გამოცხადების შესახებ

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, ქუთაისის საქალაქო სასამართლოსთან და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით, აცხადებს კონკურს სასამართლო მედიატორთა სასერტიფიკატო ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად!

ტრენინგში მონაწილეობის მსურველნი თავისუფლდებიან სწავლების საფასურისაგან. სანაცვლოდ, ტრენინგის წარმატებით გავლის შემთხვევაში სერტიფიცირებული მედიატორები ვალდებულნი იქნებიან ერთი წლის განმავლობაში უფასოდ მიიღონ მონაწილეობა ქუთაისის სასამართლო მედიაციის*  პროექტში მედიატორის სტატუსით

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია უმაღლესი განათლების მქონე ნებისმიერ მსურველს, რომელსაც შესრულებული აქვს 28 წლის ასაკი. უპირატესობა მიენიჭებათ . ქუთაისში მცხოვრებ და უმაღლესი იურიდიული ან ფსიქოლოგიური განათლების მქონე კანდიდატებს.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა / 5 ოქტომბრამდე უნდა გამოაგზავნონ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე: mediation@hcoj.gov.ge ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტაცია:

1.  ავტობიოგრაფია (CV), რომელშიც მითითებული იქნება ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი, ელექტრონული ფოსტა და საკონტაქტო ტელეფონი;

2.    უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ელექტრონული ასლ(ებ);

3.    სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ელექტრონული ასლ(ებ);

4.    სამოტივაციო წერილი, სადაც კანდიდატის მიერ ნათლად იქნება წარმოჩენილი, თუ რატომ სურს მედიატორობა;   

5.    პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

წარმოდგენილი დოკუმენტაციის შეფასების საფუძველზე შერჩეულ კანდიდატებს საკონკურსო კომისია მოიწვევს გასაუბრებაზე.


გისურვებთ წარმატებებს!



* მედიაცია არის დავის გადაწყვეტის მეთოდი, რომელიც მიმართულია სამართლებრივი კონფლიქტის მოლაპარაკების გზით, მშვიდობიანი გადაწყვეტისკენ. ეს არის კონფლიქტის მოგვარება დავაში მონაწილე ყველა მხარისათვის სასარგებლო პირობით და კონფიდენციალურობის უზრუნველყოფით. ამასთან, მედიაციის დროს გადაწყვეტილებებს იღებენ თავად მხარეები (და არა ნეიტრალური მესამე პირი - მედიატორი), მედიაციის პროცესი არ არის შებოჭილი ფორმალური პროცედურებით. მედიატორი არის ნეიტრალური, დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და სათანადო უნარებით აღჭურვილი პირი, რომლის ამოცანაა, დაეხმაროს მოდავე მხარეებს დიალოგის წარმართვაში და ამ გზით მათთვის ოპტიმალური და მისაღები შედეგის ძიებაში.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია