Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ განსასჯელს ქურდობის ბრალდება მოუხსნა

12-11-2009

"თითოეული მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი დამოკიდებულების, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით. ხოლო საქმეზე შეკრებილი ყველა მტკიცებულება მათი ერთობლიობით დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეზე ვერ იქნა შეკრებილი უტყუარ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც საკმარისი იქნებოდა კ.თ.-ს მიერ ქურდობის ანუ სსკ-ის 177-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის დასადას ტურებლად", ქუთაისის სასამართლოს ამ განაჩენით ბრალდების კვალიფიკაცია შეიცვალა. ბრალდებულ კ.თ.-ს სასამართლომ ქურდობის ნაცვლად მსჯავრი წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ნივთის შეძენა-გასაღებისათვის დასდო.

 

ქუთაისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე სასურსათო მაღაზიის გაქურდვაში ბრალდებული კ.თ. იმ დროისათვის სასამართლოსაგან პირობით მსჯავრდებული იყო სხვა დანაშაულის ჩადენისათვის. პოლიციამ იგი მაღაზიიდან გატანილი ნივთების ნაწილის, მობილური კავშირგაბმულობის 22 ცალი ბარათის გასაღებაში ამხილა. სწორედ ამ ფაქტზე დაყრდნობით, ბრალდების მხარემ კ.თ.-ს მაღაზიის გაქურდვაში დასდო ბრალი. თუმცა, სხვა რაიმე მტკიცებულება, გარდა ნაქურდალის გასაღებისა, სასამართლოს ვერ წარუდგინა. ამასთან, საქმეზე ჩატარებულმა დაქტილოსკოპიურმა ექსპერტიზამ დანაშაულის ადგილას განსასჯელის თითის კვალი ვერ აღმოაჩინა. 

 

მოსამართლემ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარისაგან საქმეზე ვერ იქნა შეკრებილი უტყუარ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც საკმარისი იქნებოდა განსასჯელის მიერ ქურდობის ჩადენის დასადასტურებლად. სასამართლომ დადასტურებულად ცნო კ.თ.-ს მიერ დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ნივთის შეძენა და გასაღება. ამ დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია თავად განსასჯელის აღიარებით, მოწმეების ჩვენებებით, შპს "მაგთიკომიდან" მიღებული ინფორმაციითა და სხვა მასალებით.


დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ნივთის შეძენა-გასაღებისათვის განსასჯელს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ვინაიდან მან დანაშაული ჩაიდინა პირობითი მსჯავრის პერიოდში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად გაუქმდა სხვა დანაშაულისათვის სასამართლოს განაჩენით შეფარდებული პირობითი მსჯავრი. მსჯავრს ახალი დანაშაულისათვის დაემატა წინა განაჩენით დანიშნული, მოუხდელი სასჯელი და სასამართლომ კ.თ.-ს სულ 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

 

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია