Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

საპროცესო შეთანხმების საფუძველზე მსჯავრდებული სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა

15-01-2010

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, განსასჯელს სამწლიანი საპატიმრო სასჯელი პირობით ჩაეთვალა და დარბაზიდან გათავისუფლდა. ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ნასამართლევი პირის მიერ, ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობა - ამ ბრალის დადასტურების მოტივით სასამართლომ განსასჯელ მ.გ.-ს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა და 6 000 (ექვსიათასი) ლარიანი ჯარიმა მიუსაჯა. განსასჯელის მიერ ბრალის აღიარებისა და მონანიების შემდეგ პროკურატურასთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, განსასჯელს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირობით ჩაეთვალა. მოსამართლის გადაწყვეტილებით მსჯავრდებულს გამოსაცდელ ვადად 4 (ოთხი) წელი დაუწესდა. 
"სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, გამოყენებული უნდა იქნეს საპროცესო შეთანხმებით გათვალისწინებული სასჯელის სახე და ზომა. იგი სამართლიანია და შეესაბამება როგორც ბრალდებულის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. ამდენად, ბრალზე საპროცესო შეთანხმება ექვემდებარება სასამართლოს მიერ დამტკიცებას,"- ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ამ განაჩენის გამოცხადებისთანავე მსჯავრდებული სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია