Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დაიწყო სისხლის სამართლის საქმის განხილვა 2009 წლის 19 დეკემბერს, ქ. ქუთაისში, საბრძოლო დიდების მემორიალის აფეთქების ფაქტზე

04-02-2010

დღეს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დაიწყო სისხლის სამართლის საქმის განხილვა 2009 წლის 19 დეკემბერს, ქ. ქუთაისში, საბრძოლო დიდების მემორიალის აფეთქების ფაქტზე. შემთხვევას დედა-შვილის სიცოცხლე შეეწირა, რამდენიმე ადამიანმა კი ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო.

აღნიშნული ძეგლის დემონტაჟს სააქციო საზოგადოება "საქფეთქმრეწვი" ახორციელებდა. მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე განიხილება სააქციო საზოგადოება "საქფეთქმრეწვი"-ს დირექტორის ა.დ.-სა და ამავე ორგანიზაციის მობილური უბნების უფროსების - ე.ტ.-სა და ტ.დ.-ს მიმართ.

 

"სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევა, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი", - სამი პირის მიმართ წარდგენილი ამ ბრალდებით საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სასამართლოს 26 იანვარს მიმართა.

 

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია