Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ქუთაისის თვითმმართველობამ ორგანიზაციასთან სასამართლო დავა წააგო

10-02-2010

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ფინკა-საქართველოს" სარჩელი ქალაქის მერიისა და საკრებულოს მიმართ. მოსარჩელის მოთხოვნა ითვალისწინებდა იმ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობას, რომელთა საფუძველზე ს.ს "ფინკა-საქართველო" დაჯარიმდა. ქუთაისის მერიის მიერ სასამართლოში წარდგენილ შესაგებელში აღნიშნულია, რომ ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურმა დააფიქსირა სარეკონსტრუქციო სამუშაოები ობიექტზე, რომელიც ექსპლუატაციაში არ იყო მიღებული. შესაბამისი წერილით განსაზღვრული ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების ვადის გასვლის შემდეგ შემოწმების აქტისა და მერის სპეციალური ბრძანების საფუძველზე ს.ს "ფინკა-საქართველო" 1000 (ათასი) ლარით დაჯარიმდა. დაჯარიმებული ორგანიზაციის ადმინისტრაციული საჩივარი არ დააკმაყოფილა ქუთაისის საკრებულომ, რის შემდეგაც ორგანიზაციამ სასამართლოს მიმართა.

მერიისა და საკრებულოს მხრიდან ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა უგულებელყოფა "ფინკა-საქართველოს" სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი გახდა. "სასამართლოს მიაჩნია, რომ ქალაქ ქუთაისის მერის 2009 წლის 5 აგვისტოს ბრძანება ს.ს. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ფინკა-საქართველო"-ს დამრღვევად მიჩნევისა და დაჯარიმების შესახებ გამოცემულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით. მისი დასაბუთება აგებულია მოსარჩელის მიერ მხოლოდ მიწერილობის წარმოუდგენლობაზე და არაფერია მითითებული იმაზე, წარმოადგენდა თუ არა მოსარჩელე მიწერილობის ადრესატს ან რაში გამოიხატა მოსარჩელის მიერ იჯარით აღებული ობიექტის ფუნქციის შეცვლა და სხვა,"- აღნიშნულია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია