Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

დიდების მემორიალის აფეთქების საქმეზე სასამართლომ განაჩენი გამოიტანა

18-02-2010

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ საბრძოლო დიდების მემორიალის აფეთქების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმის განხილვა დაასრულა. შემთხვევა ქუთაისში, 2009 წლის 19 დეკემბერს მოხდა და ორი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. "სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევა, რამაც გაუფრთხილებლობით გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა," - საქართველოს სს კანონით გათვალისწინებული ამ დანაშაულისათვის სასამართლომ მსჯავრი სააქციო საზოგადოება "საქფეთქმრეწვის" დირექტორსა და მობილური უბნების უფროსებს დასდო.

მოწმეთა ჩვენებებზე, პიროტექნიკური ექსპერტიზის დასკვნასა და საქმის სხვა მასალებზე დაყრდნობით, სასამართლომ არ გაიზიარა განსასჯელთა ჩვენებები იმის შესახებ, რომ მათი მხრიდან უსაფრთხოების ზომები დაცული იყო. "საქფეთქმრეწვის" თანამშრომლების გამოკითხვითაც დადგინდა, რომ უსაფრთხოების წესების განსასაზღვრავად რაიმე აზომვითი სამუშაოები მათი ხელმძღვანელობის მხრიდან ჩატარებული არ ყოფილა.

როგორც განსასჯელების ჩვენებებით ირკვევა, მიუხედავად იმისა, რომ მათ ევალებოდათ "დიდების მემორიალის" ნახევარწრიული თაღებით შეკრული მონოლითური რკინა-ბეტონის ექვსი მასიური პილონისაგან შემდგარი ნაგებობის აფეთქება, მათ აღნიშნული ისე განახორციელეს, რომ არ შეუდგენიათ საამფეთქებლო პროექტი, სათანადო დოკუმენტაცია, პასპორტი და სქემები, სადაც დეტალურად იქნებოდა გაწერილი, თუ რა ასაფეთქებელ მასალას გამოიყენებდნენ. ამით დადგინდებოდა საშიში ზონის რადიუსები ხალხისა და პერსონალისათვის დაცვის ღონისძიებების შესაქმნელად. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, მათ ზეპირი გათვლებით მოახდინეს 2009 წლის 19 დეკემბერს წინასწარ გაბურღულ შპურებში ასაფეთქებელი "პოვერ-მაგნუმ"-ის გამოყენებით "დიდების მემორიალის" აფეთქება," - აღნიშნულია ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განაჩენში. სასამართლომ არ გაიზიარა განსასჯელების პოზიცია, რომ უსაფრთხოების ზომები უნდა დაეცვა მათ დამკვეთ ორგანიზაციას "საქმილმსადშენს". ამ ორგანიზაციამ ხელშეკრულებით იკისრა ვალდებულება, რომ აფეთქების წარმოების დაწყებამდე უზრუნველყოფდა ელექტროხაზის გამორთვასა და მის გადატანას, ხალხის გამოყვანას, რაც პრაქტიკულად პოლიციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლების მხრიდან განხორციელდა კიდეც. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, საფრთხის ზონა უნდა განესაზღვრა უშუალოდ აფეთქებითი სამუშაოების მწარმოებელ ორგანიზაციას.

საქმის ყველა ამ მასალაზე დაყრდნობით, სასამართლომ "საქფეთქმრეწვის" დირექტორს ა. დ-ს 4 წლით, ხოლო მობილური უბნების უფროსებს - ე. გ-ს 3 წლისა და 6 თვის ვადით, თ. დ-ს კი ორი წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია