Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

სასამართლო მსჯავრი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის

26-03-2010

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გადაზიდვა, საქართველოში უკანონო შემოტანა, ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება - ყველა ამ დანაშაულისათვის ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულს 26 წლით პატიმრობა მიუსაჯა. საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების გაცნობის შემდეგ სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ დ.კ.-მ თურქეთიდან საქართველოში შემოიტანა 21,2924 გრამი ჰეროინი. სამართალდამცავების ვიზუალური კონტროლის ქვეშ მან სტამბული-თბილისის ავტობუსით ქუთაისამდე იმგზავრა და ავტობუსიდან ჩამოსვლისთანავე დააკავეს.

დ.კ-მ აღნიშნული დანაშაული 2010 წლის იანვარში ჩაიდინა. მანამდე იგი უკვე იყო ნასამართლევი და ნარკოტიკული საშუალების უკანონო მოხმარებისთვის სასამართლოსაგან ადმინისტრაციული ჯარიმა ჰქონდა შეფარდებული. საქმის მასალების მიხედვით, დ.კ. 2006 წელს მსჯავრდებული იყო სხვა დანაშაულის ჩადენისთვისაც, მაგრამ 5-წლიანი მსჯავრისაგან ორ წელში, პრეზიდენტის შეწყალებით გათავისუფლდა. სასამართლომ ბრალდებულს 26-წლიანი საპატიმრო მსჯავრი დანაშაულის შემამსუბუქებელი გარემოების - ბრალის ნაწილობრივ აღიარებისა და დამამძიმებელი გარემოების - ნასამართლეობის გათვალისწინებით დასდო

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია