Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ადვოკატს ბრალი მოუხსნა  

30-04-2010

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ტყიბულის ბიუროს დირექტორის ა.ბ.-ს მიმართ ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა. საბრალდებო დასკვნის მიხედვით, ადვოკატს ბრალი უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის მიცემის წაქეზებასა და თაღლითობაში დაედო. საქმის მასალების მიხედვით, 


ა.ბ. საადვოკატო მომსახურებას ყაჩაღობასა და იარაღის უკანონო შენახვაში ბრალდებულ პ.ქ.-ს უწევდა. იურიდიული მომსახურებისათვის გადახდილი ორდერის თანხის - 150 ლარის გარდა, ადვოკატმა ბრალდებულის დედას დამატებით 1000 დოლარი მოსთხოვა. მისივე მტკიცებით, ეს თანხა საჭირო იყო პროკურორისა და მოსამართლის მოსაქრთამად და ბრალდებულ პ.ქ.-სთვის ყაჩაღობის ბრალის მოსახსნელად. ბრალდებულის ოჯახმა ადვოკატს მოთხოვნილი თანხა მისცა. მის თაღლითობაში კი მას შემდეგ დაეჭვდა, რაც სასამართლომ მათ შვილს ყაჩაღობისა და იარაღის ტარებისათვის 8-წლიანი მსჯავრი დასდო.

ადვოკატმა ა.ბ-მ დანაშაული არ აღიარა. მან ბრალდებულის ოჯახიდან 1000 დოლარის მიღება და რომელიმე მოხელისათვის მისი ქრთამად შეთავაზება უარყო. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ საქმის მასალები შეისწავლა და ადვოკატი ა.ბ. დამნაშავედ ცნო თაღლითობაში. ბრალდებულს მოეხსნა პროკურატურის მიერ წარდგენილი კიდევ ერთი ბრალი - უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის მიცემის წაქეზება. სასამართლოს პოზიცია განაჩენში შემდეგი ფორმითაა მოტივირებული : "ა.ბ.-ს ამოძრავებდა მხოლოდ ერთი მიზანი, მოტყუებით მიეთვისებინა სხვისი ქონება. რაც შეეხება მოხელისათვის ქრთამის გადაცემის მოტივს, იგი მან გამოიყენა როგორც ხერხი თაღლითობის ჩასადენად, რომ შეცდომაში შეეყვანა თანხის გადამცემი პირები. ა.ბ.-ს არ ჰქონდა ვინმესთვის ქრთამის მიცემის განზრახვა. შესაბამისად, სასამართლო ბრალად ვერ შერაცხავს პირის ქმედებას, რასაც მისი განზრახვა არ მოიცავდა და იგი უნდა გამართლდეს მის მიმართ ზემოაღნიშნული მუხლით წარდგენილ ბრალდებაში",- აღნიშნულია ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განაჩენში.


სასამართლოს გადაწყვეტილებით, ა. ბ.-ს ჩადენილი თაღლითობისათვის 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

 

 

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია