Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

სასამართლომ კერძო პირის მოთხოვნით აუქციონის შედეგები გააუქმა

28-05-2010

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა მოსარჩელე ელენა წერეთლის მოთხოვნა და ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს მიერ ჩატარებული აუქციონის შედეგები ბათილად ცნო. საქმის მასალების მიხედვით, სოფელ პერევისაში გაყიდულ ნაკვეთებს შორის ის ტერიტორიაც მოხვდა, რომელზეც სოფლის ცენტრალური წყალშემკრები ავზია. მოსარჩელის მტკიცებით, რაჭა-ლეჩხუმ-იმერეთის სახელმწიფო აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს არ ჰქონდა მოსახლეობის წყალმომარაგების ობიექტის მიმდებარე ტერიტორიის უქციონის წესით გასხვისების უფლება. ამიტომ სასამართლოსაგან აუქციონის შედეგის გაუქმება ითხოვა. დასახელებული ავზი შპს "ჯორჯიან მარგანეზის" ბალანსზეა, ამიტომ მოსარჩელის მეორე მოთხოვნა აუცილებელი დაცვის ზონების - სამი სარტყლის მოწყობის შპს-სათვის დაკისრებას ითვალისწინებდა.

სარჩელისა და საქმის მასალების განხილვის შემდეგ სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელე ელენა წერეთლის მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს. მოსამართლემ იხელმძღვანელა "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ" საქართველოს კანონით. ამ კანონის მიხედვით, პრივატიზებას არ ექვემდებარება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული წყალმომარაგების წყლის ობიექტების სანიტარული დაცვის პირველი სარტყელი (მკაცრი რეჟიმის ზონა). ქუთაისის სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია: "სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო აქტების გამოცემისას ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ადგილი ჰქონდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე_601-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევას, რაც გამოიხატა "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ~ საქართველოს კანონის არსებით დარღვევაში. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო აღრიცხვისა და პრივატიზების რაჭა-ლეჩხუმი-იმერეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს არ ჰქონდა სადავო მიწის ნაკვეთის პრივატიზების უფლება მისი წყალმომარაგების წყლის ობიექტის სანიტარული დაცვის ზონის პირველ სარტყელში არსებობის გამო, რაც წარმოადგენს ამ მიწის ნაკვეთთან მიმართებაში ჩატარებული აუქციონისა და მისი შედეგების ბათილობის საფუძველს." 

რაც შეეხება მოსარჩელის მეორე მოთხოვნას, სასამართლომ დაადგინა, რომ "ჯორჯიან მარგანეზი" არ წარმოადგენს სოფელ პერევისას წყალმომარაგების წყლის ობიექტისათვის აუცილებელი სანიტარული დაცვის ზონების მომწყობ უფლებამოსილ სუბიექტს. "წყლის შესახებ~ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტის მიხედვით, წყალმომარაგების წყლის ობიექტების სანიტარიული დაცვის ზონებს თითოეულ დასახლებულ პუნქტში ადგენენ და მათ სარტყლებად ყოფენ მმართველობის ადგილობრივი ორგანოები წინასწარ შემუშავებული პროექტის საფუძველზე და ამტკიცებენ სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის ორგანოები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით," - აღნიშნულია ქუთაისის სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია