Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

მოსარჩელემ შემოსავლების სამსახურს სასამართლო დავა მოუგო

30-07-2010

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ განიხილა შ.პ.ს. "ვარაზის" სარჩელი, რომლის მიხედვით მოსარჩელე უკანონოდ გაუქმებული დღგ-ს ჩათვლების აღდგენას, დარიცხული საურავებისა და საინკასო დავალების გაუქმებას ითხოვდა. საქმის მასალების მიხედვით, "ვარაზისათვის" პურის ფქვილის მიმწოდებელი რამდენიმე ინდ.მეწარმისა და შპს-ს მიერ აჭარის ბიუჯეტში გადახდილი თანხები საქართველოს ბიუჯეტში არ ჩაირიცხა. მხარეთა ახსნა-განმარტებებით სასამართლომ დაადგინა, რომ ეს გარემოება გახდა შ.პ.ს. "ვარაზის" მიმართ ჩათვლების გაუქმების საფუძველი.

მხარეთა სამართლებრივი პოზიციებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზების საფუძველზე მოსამართლემ სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების გადაწყვეტილება მიიღო. სასამართლოს განმარტებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსი დღგ-ს თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის ვალდებულებას აკისრებს მხოლოდ დღგ-ს გადამხდელს, ანუ კონკრეტულ შემთხვევაში საქონლის მიმწოდებელს. სასამართლო გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ დღგ-ს ჩათვლის მისაღებად საჭირო ორივე პირობა შ.პ.ს. "ვარაზის" შემთხვევაში დაცულია: საქონლის (მომსახურების) მყიდველის მიერ გამყიდველისათვის დღგ-ს გადახდა შესაბამისი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებითა და გამყიდველის მიერ დღგ-ს სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანა. ამასთან, სასამართლომ განმარტა, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტში ჩასათვლელი დღგ თანხის ჩარიცხვა იმავდროულად საქართველოს საბიუჯეტო სისტემაში თანხის ჩარიცხვასაც ნიშნავს.

რაც შეეხება შ.პ.ს. "ვარაზსა" და შ.პ.ს. "კავკასიონს" შორის სასაქონლო ოპერაციასთან დაკავშირებით გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურით გაუქმებული დღგ-ს ჩათვლის აღდგენას, სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ უკანასკნელის მიერ დღგ-ის პირადი აღრიცხვის ბარათზე დავალიანების არსებობა 1997 წლის საგადასახადო კოდექსის 115-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად არ წარმოადგენს მყიდველზე ჩათვლის განხორციელების საფუძველს.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია