Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა

22-03-2011

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 2011 წლის 22 მარტს კიდევ ერთი გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა. ირაკლი ივანეიშვილს ბრალი ედებოდა ქ.ქუთაისში სკვერიდან ბეტონის კონსტრუქციებისაგან ჩამოსხმული საყვავილის ქურდობის მცდელობაში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის პირველი ნაწილით. სასამართლომ თანაბარი პირობები შეუქმნა მხარეებს, მოისმინა დაცვისა და ბრალდების მტკიცებულებები და დაადგინა, რომ ირაკლი ივანეიშვილის ქმედებაში არ არსებობდა სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედება, რის გამოც იგი უდანაშაულოდ იქნა ცნობილი.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია