Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დარეჯან კიკვაძე გაამართლა

24-03-2011

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 2011 წლის 24 მარტს უდანაშაულოდ ცნო დარეჯან კიკვაძე, რომელსაც ბრალი დაედო მოქალაქე ი.ქ-ს კუთვნილი ნივთების თვითნებურად დაუფლების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით. სასამართლო განხილვისას ბრალდებულმა დ.კიკვაძემ აჩვენა, რომ პარტნიორთან ი.ქ-სთან ერთად ეკონომიკური საქმიანობისთვის შეძენილი ნივთები მან შესანახად წაიღო მხოლოდ იმ მიზნით, რომ საიჯარო ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ საწარმო ფუნქციონირებას აღარ აგრძელებდა და არ მომხდარიყო მათი დაკარგვა ან განადგურება. გარდა ბრალდებულის ჩვენებისა, სასამართლომ შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით შეისწავლა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დარეჯან კიკვაძის ქმედებაში არ არსებობს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქმედება, რის გამოც იგი უდანაშაულოდ ცნო, ხოლო მხარეებს შორის მოცემული დავა სამოქალაქო სამართალწარმოების წესით უნდა გადაწყდეს.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია