2019 წლის 10 დეკემბერს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოსა და ქუთაისის უნივერსიტეტს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. მემორანდუმის საფუძველზე იურიდიული განათლების სფეროში თანამშრომლობის განვითარებისა და შემდგომი გაღრმავების მიზნით, ქუთაისის საქალაქო სასამართლო მზადყოფნას გამოთქვამს ხელი შეუწყოს სტუდენტების მიერ მიღებული ცოდნის პრაქტიკულ რეალიზებასა და განზოგადებას, მათ კვალიფიკაციის ამაღლებასა და პროფესიული უნა-ჩვევების გამომუშავებას.


|