Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

უვადო პატიმრობა ანგარებით ჩადენილი მკვლელობისათვის

14-05-2010

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სამკაციანი ყაჩაღური ჯგუფი გაასამართლა. მათგან ორს სასამართლო განაჩენით უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

საქმის მასალების მიხედვით, ბიძაშვილები მ.კ. და თ.გ. დანაშაულებრივად დაუკავშირდნენ გ.ფ-ს. მათ ერთად დაგეგმეს ამ უკანასკნელის მეზობელ ოჯახზე ყაჩაღური თავდასხმა. დანაშაული 2010 წლის 25 იანვარს მოხდა. ყაჩაღური ჯგუფის წევრები შეთანხმდნენ, რომ გ.ფ. სახლის გარეთ დაეტოვებინათ, რომ საეჭვო გარემოების შემჩნევის შემთხვევაში თანამზრახველთა გაფრთხილება მოესწრო. მ.კ-მ და თ. გ.-მ კი ფიფიების სახლში ფანჯრიდან შეაღწიეს. ისინი თავს დაესხნენ მძინარე ნური და ნათელა ფიფიებს. ცოლ-ქმრის მხრიდან წინააღმდეგობის გაწევის გამო ყაჩაღებმა მათ წებოვანი ლენტით გაუკრეს ხელ-ფეხი და პირზე იმავე ლენტის ნაჭრები გადააკრეს. მათვე ყაჩაღობის გაადვილების მიზნით ფიფიებს თავის არეში მძიმე დაზიანებები მიაყენეს. ამის შემდეგ დაიწყეს სახლში ძვირფასეულობისა და ფულის ძებნა. ყაჩაღებმა ფიფიების სახლიდან 100 ლარი და დივიდი-საკრავი გაიტაცეს. თავის არეში მიყენებული ტრამვული დაზიანებების შედეგად ნური და ნათელა ფიფიები ადგილზევე გარდაიცვალნენ. დამნაშავეები კი პოლიციამ მეორე დღეს დააკავა.

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მრავლობითი და უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე, მოსამართლემ ყაჩაღური ჯგუფის სამივე წევრი დამნაშავედ ცნო. ჩადენილი ყაჩაღობისათვის გ.ფ.-ს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. უვადო თავისუფლების აღკვეთის მსჯავრი თ.გ.-ს ყაჩაღობისა და ანგარებით მკვლელობისათვის დაედო. ყაჩაღური ჯგუფის მესამე წევრს მ.კ.-ს კი სასამართლო მსჯავრი ყაჩაღობისა და მკვლელობის გარდა, დეზერტირობისა და 21 წელს მიუღწეველი პირის მიერ ცივი იარაღის ტარებისთვისაც დაედო. სასამართლომ მასაც უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია