Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ შემოსავლების სამსახურის სარჩელი არ დააკმაყოფილა

25-06-2010

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონული ცენტრის სასარჩელო მოთხოვნა სასამართლოს მიერ ინდ.მეწარმე "თენგიზ ჭეიშვილი"-სა და სერგო ძიგრაშვილის ცრუმაგიერ პირებად აღიარებას ითვალისწინებდა.

მოსარჩელის განმარტებით, სერგო ძიგრაშვილი დაქირავებით მუშაობდა ინდ. მეწარმე "თენგიზ ჭეიშვილთან". 2009 წლის 22 ოქტომბრიდან ინდ. მეწარმე "თენგიზ ჭეიშვილ"-მა სამეწარმეო საქმიანობა შეწყვიტა, თავის ნაცვლად საგადასახადო ორგანოში ინდ. მეწარმედ სერგო ძიგრაშვილი დაარეგისტრირა და სალარო აპარატიც გადაუფორმა. ამ ორს შორის არასაცხოვრებელ ფართზე გაფორმებულ საიჯარო ხელშეკრულებაში კი საიჯარო ქირად 1000 ლარი გაფორმდა. მოსარჩელის მტკიცებით, აღნიშნული ოპერაცია განხორციელებულია საგადასახადო ვალდებულების თავის ასარიდებლად.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ საქმის მასალების შესწავლის შემდეგ შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონულ ცენტრს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი უთხრა. "საქართველოს საგადასახადო კოდექსი"-ს 91-ე მუხლით განსაზღვრულია ცრუმაგიერი მფლობელობის დეფინიაცია. კერძოდ, თუ სასამართლო დაადგენს, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის განსხვავება სხვა პირისაგან იმის გამო, რომ ეს უკანასკნელი გამოყენებულია გადასახადებისგან თავის ასარიდებლად, აღნიშნული პირები წარმოადგენენ ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებს," - ამ განმარტების პარალელურად სასამართლო გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ მოპასუხის მხრიდან შესაბამისი მტკიცებულებები წარმოდგენილი არ ყოფილა. ამიტომ სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობდა.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია