Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მორიგი გამამართლებელი განაჩენი დაადგინა

29-04-2011

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 2011 წლის 29 აპრილს მორიგი გამამართლებელი განაჩენი დაადგინა. იმედა სირბილაძეს ბრალი ედებოდა წყალტუბოს რაიონის სოფელ გეგუთში მდებარე სასურსათო მაღაზიის ქურდობის მცდელობაში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით. სასამართლომ არ გაიზიარა ბრალდების მხარის მოწმის ჩვენება, რომლის მიხედვით მაღაზიის დარაჯი თამაზ ფ. უშუალოდ შეესწრო ქურდობის მცდელობის ფაქტს და ეჭვმიტანილიც ამოიცნო. დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ალიბით - მაგთის სატელეფონო ზარების ამონაწერითა და მოწმეთა ჩვენებებით დადგინდა, რომ დანაშაულის ჩადენის ღამეს - 2010 წლის 14 ივლისს ბრალდებული იმყოფებოდა ქალაქ თბილისში. ამდენად შეუძლებელი იქნებოდა წყალტუბოს რაიონში მის მიერ დანაშაულის ჩადენა. იმედა ს.-ს მოცემულ დანაშაულში მონაწილეობის ფაქტი არ დადასტურდა შემთხვევის ადგილიდან ამოღებული თითის ანაბეჭდებითა და დაქტილოსკოპიური ექსპერტიზითაც. ყველა ზემოთაღნიშნულის გათვალისწინებით, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დაადგინა, რომ მაღაზიის დარაჯი, შესაძლებელია კეთილსინდისიერად შეცდა, ხოლო იმედა სირბილაძის ქმედებაში არ არსებობდა სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედება, რის გამოც იგი უდანაშაულოდ ცნო.

ი.სირბილაძე ამჟამად სასჯელს სხვა დანაშაულისათვის, კერძოდ ცივი იარაღის უკანონოდ ტარებისათვის იხდის და სასჯელის ვადის გასვლის შემდეგ იგი გათავისუფლდება სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია