Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ქურდული სამყაროს წევრობასა და გამოძალვაში ბრალდებული ვასო და მერაბ ონიანების საქმის განხილვა დასრულდა

01-07-2011

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 2011 წლის 1 ივლისს დაასრულა ქურდული სამყაროს წევრობასა და გამოძალვაში ბრალდებული ვასო და მერაბ ონიანების საქმის განხილვა. სასამართლო განაჩენით მათ 13-13 წლით წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

საქმის მასალების მიხედვით, კანონიერი ქურდის - ვალერი ძოწენიძის ბიძამ ნუგზარ ძოწენიძემ 2008 წლის აგვისტოში მერაბ კოხრეიძეს შესთავაზა ქუთაისში, თავის მფლობელობაში არსებულ რესტორან "იმერეთის" წილის შესყიდვა. ამ გარიგების სანაცვლოდ მან 40 000 დოლარი აიღო. გარკვეული პერიოდის შემდეგ კი რესტორნის წილის მიცემაზე უარი განაცხადა და მერაბ კოხრეიძეს გადახდილი თანხის ნაწილი დაუბრუნა. მას 14 500 დოლარი ვალად დარჩა. პარალელურად, ნუგზარ ძოწენიძემ კოხრეიძეს ახალი გარიგება შესთავაზა. კერძოდ, ამ უკანასკნელის კუთვნილი სატვირთო ავტომანქანით სომხეთიდან ევროპაში უნდა გადაეზიდათ ძვირადღირებული ლითონის წიდა, რომლის დაყაჩაღების ინსცენირებას მოაწყობდნენ კანონიერ ქურდ ტარიელ ონიანის ნათესავები - ვასო და მერაბ ონიანები. შედეგად, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები სადაზღვევო კონპანიიდან სოლიდურ თანხას მიიღებდნენ. კოხრეიძე ამ დანაშაულებრივ შეთანხმებაზე ჯერ დათანხმდა, მოგვიანებით კი მასში მონაწილეობაზე უარი თქვა.

2010 წლის დეკემბერში, რესტორან "იმერეთში" ნუგზარ ძოწენიძეს, ვასო ონიანსა და მერაბ ონიანს შორის ქურდული გარჩევა შედგა. მათ გადაწყვიტეს, რომ მერაბ კოხრეიძე ნუგზარ ძოწენიძისაგან ვერც ვალად დარჩენილ 14 500 დოლარს მიიღებდა და დამატებით უნდა დაეჯარიმებინათ 5 000 დოლარით. ქურდული გარჩევის წევრები კოხრეიძეს პირადი შეხვედრებისა და სატელეფონო საუბრების დროს სიცოცხლის მოსპობის მუქარით სთხოვდნენ აღნიშნული თანხის გადახდას.

ქუთაისის საქალაქო სასამართლო გაეცნო აღნიშნული საქმის მასალებს. დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებებით, სატელეფონო საუბრებისა და შეხვედრების ფარულ აუდიო და ვიდეო ჩანაწერებზე დაყრდნობით, მერაბ და ვასო ონიანების აღნიშნულ დანაშაულში მონაწილეობა სასამართლომ დადგენილად ცნო.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია