Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ქუთაისში საიუვილერო მაღაზია

06-07-2011

2011 წლის 6 ივლისს, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დაასრულა 2001 წელს, ქუთაისში საიუვილერო მაღაზია "თეატრონის" დაყაჩაღებაზე სისხლის სამართლის საქმის განხილვა. აღნიშნულ დანაშაულში ბრალდებულები - სულხან მაკარიძე, ზვიად ბიწაძე, გიორგი კობაძიძე, სერგო ქურცაძე და კახაბერ რევიშვილი სასამართლომ დამნაშავეებად ცნო. მათ მსჯავრი დაედოთ ჯგუფურად, საცავში დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით ყაჩაღობისა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სიცოცხლისათვის საშიში ძალადობით თავისუფლების უკანონო აღკვეთისთვის. გარდა აღნიშნული დანაშაულებისა, სერგო მაკარიძეს სასამართლო მსჯავრი დაცვის პოლიციის თანამშრომლის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობისთვისაც დაედო.

საქმის მასალების მიხედვით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა "ფორდის" მარკის მიკროავტობუსის მძღოლი თავისივე მანქანის უკანა სავარძელზე გაკოჭილი მოათავსეს, თვითონ კი მანქანას უკანონოდ დაეუფლნენ. ამ გატაცებული მიკროავტობუსით ყაჩაღური ჯგუფი ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე მაღაზია "თეატრონში" მივიდა. ცეცხლსასროლი და ავტომატური იარაღით აღჭურვილმა პირებმა ფიზიკური ძალისა და იარაღის გამოყენებით განაიარაღეს დაცვის პოლიციის ორი თანამშრომელი, დაზიანებები მიაყენეს მაღაზიაში მყოფ პირებს და მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ დახლებზე განთავსებულ დიდი ოდენობით ოქროს ნივთებს. შენობის დატოვების მომენტისთვის განგაშზე მისულმა დაცვის პოლიციის თანამშრომელმა ალექსი ლილუაშვილმა დამნაშავეებს წინააღმდეგობა გაუწია, რა დროსაც სულხან მაკარიძემ მას ახლო მანძილიდან მუცლის არეში ესროლა. დამნაშავეები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ, ლილუაშვილი კი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

სასამართლომ მოუსმინა ოცდაათამდე დაზარალებულის, ოცამდე მოწმისა და დანაშაულის უშუალო მონაწილის - დავით თელიას განთქმით ჩვენებას. გაეცნო ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას, ამოცნობის ოქმებსა და სხვა წერილობით მტკიცებულებებს. შედეგად მიიჩნია, რომ განსასჯელები დამნაშავეები არიან წარდგენილ ბრალდებაში.

აღნიშნულ დანაშაულზე სასჯელის დანიშვნის მომენტისათვის 4 განსასჯელი საპატიმრო მსჯავრს უკვე იხდიდა სხვა დანაშაულისათვის. შესაბამისად, დანაშაულთა ერთობლიობით განსაზღვრულ სასჯელს სხვა დანაშაულისათვის მოუხდელი სასჯელიც დაემატა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, სულხან მაკარიძეს საბოლოო მოსახდელად განესაზღვრა 33 წლით თავისუფლების აღკვეთა. ზვიად ბიწაძეს - 24 წლით, გიორგი კობახიძეს - 19 წლით, კახა რევიშვილს - 40 წლით, სერგო ქურცაძეს კი 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია