Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

სასამართლომ სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებაში ბრალდებული გაამართლა

22-12-2011
სასამართლომ სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებაში ბრალდებული გაამართლა

2011 წლის 22 დეკემბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებაში ბრალდებული პირის მიმართ გამამართლებელი განაჩენი დააყენა. საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულ ნოდარ ყაველაშვილსა და დაზარალებულ რამაზ კოხოძეს შორის კონფლიქტი ერთ-ერთის ავტომანქანის სვლის შეფერხებამ გამოიწვია. მძღოლებს შორის შელაპარაკებას ყაველაშვილის მიერ კოხოძის ავტომანქანის საქარე მინის დაზიანება მოჰყვა. სს საქმე სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ბრალდებით აღიძრა.საქმეზე სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ ჩატარებულისაქონელმცოდნეობის დასკვნით, ვერ დადგინდა დაზიანებული საქარე მინის ზუსტი ღირებულება. ჩინური წარმოების მინა 140 ლარით, თურქული წარმოებისა კი 170 ლარით არის განსაზღვრული. ბრალდებულმა დაზარალებულს მიყენებული ზიანი აუნაზღაურა, სასამართლოში შესულ საქმეში კი ორი ურთიერთსაწინააღმდეგო დასკვნა არსებობდა. იმის გამო რომ მინის წარმოებისა და შესაბამისად ზიანის ღირებულების  დადგენა ვერ მოხერხდა, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების არარსებობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენი დააყენა.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია