Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ თაღლითობაში ბრალდებულს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

03-03-2012
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ თაღლითობაში ბრალდებულს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

ქუთაისის საქალაქო სასამართლო განიხილა სისხლის სამართლის საქმე თაღლითობაში ბრალდებულის მიმართ. საბრალდებო დასკვნის მიხედვით, დავით ვასაძემ თავისი მართლსაწინააღმდეგო ქმედებით ზიანი მიაყენა 53 პირს და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, თაღლითობით მიითვისა  მათი კუთვნილი თანხები, სულ 80710 ლარის ოდენობით. სასამართლოში წარდგენილი სისხლის სამართლის მასალების მიხედვით, 2003-2011 წლებში დავით ვასაძე თავისივე დაფუძნებული კავშირის - "ჭიათურის სასწავლო ცენტრის" სახელით უმაღლეს საგანმანათლებლო საქმიანობას ახორციელებდა. საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით, სახელმწიფო ორგანოს მხრიდან ლიცენზირებისა და აკრედიტაციის არარსებობის პირობებში, დავით ვასაძის  სასწავლებელი წლების განმავლობაში აწარმოებდა  სტუდენტების მიღებას. ბრალდებული მისაღებ კონტიგენტს ეცნობოდა როგორც "საერთაშორისო ინფორმაციის, სამართლისა და კულტურული ურთიერთობების უნივერსიტეტის"ფილიალის დირექტორი. თუმცა რეალურად ამ უნივერსიტეტს რეგიონული ფილიალი ჭიათურაში არ დაუფუძნებია. აღნიშნული სქემით დავით ვასაძე 8 წლის განმავლობაში ითვისებდა სასწავლებელში ჩარიცხული მოქალაქეების სწავლისათვის დაწესებულ თანხებს. თაღლითობაში ბრალდებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმის განხილვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დასრულდა და ბრალდებულს სასჯელის სახით 7 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით განესაზღვრა.  

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია