Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ქართულ-ამერიკული სკოლა "პროგრესი"_ს მოსწავლეები ესტუმრნენ

28-02-2014
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ქართულ-ამერიკული სკოლა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ქართულ-ამერიკული სკოლა "პროგრესი"_ს მოსწავლეებს უმასპინძლა. შეხვედრისას საუბარი შეეხებოდა საქართველოს საერთო სასამართლოებში სისხლის სამართლის კატეგორიის საქმეების განხილვის პროცედურებს. ასევე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებს და ამ კატეგორიის საქმეთა წარმოების სპეციფიკას. მოსწავლეები დაინტერესდნენ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შესახებ ინფორმაციებით, რაზედაც მიიღეს შესაბამისი განმარტებები.

შეხვედრის მიმდინარეობისას მოსწავლეები გაეცვნენ კომპიუტერულ თამაშს "სასამართლო" დასასრულს კი მათ დაურიგდათ ბროშურა "ბავშვი და სამართალი".

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლო მომავალშიც გეგმავს მოსწავლეებთან საინფორმაციო-შემეცნებითი ხასიათის შეხვედრების გამართვას.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია