Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

სასამართლო მსჯავრი საკუთარი სიძის მკვლელობისთვის

29-03-2012
სასამართლო მსჯავრი საკუთარი სიძის მკვლელობისთვის

2012 წლის 29 მარტს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 76  წლის ბრალდებული ზაურ მჟავანაძე საკუთარი სიძის განზრახ მკვლელობასა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვაში დამნაშავედ ცნო. დანაშაული 2011 წლის 29 ოქტომბერს, ღამით მოხდა.საქმის მასალების მიხედვით, სიძე-სიმამრს შორის კონფლიქტური სიტუაცია მეუღლეების  ურთიერთობის გამწვავებას მოჰყვა. ამ შემთხვევამდე ერთი წლით ადრე თ.  მ.  და მ. ს. ერთმანეთს დაშორდნენ, თუმცა ურთიერთობას ინარჩუნებდნენ. მკვლელობის ღამეს სიძე სოფელ ბანოჯაში, სიმამრის ოჯახში გვიან ღამით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მივიდა. საქმის მასალების მიხედვით, მ. ს. მეუღლეს ეძებდა,  მისი  მისამართით იგინებოდა და  მოკვლით ემუქრებოდა. მოსალოდნელ აგრესიას  ცოლმა თავი სახლის უკანა კარიდან გასვლით აარიდა, რის შემდეგაც კონფლიქტი სიძე-სიმამრს შორის წარმოიშვა. მ.ს.-მ  სიმამრს ხელის მოქნევით მარჯვენა საფეთქლის არეში დაზიანება მიაყენა. ამის შემდეგ ზაურ მჟავანაძემ მაკაროვის სისტემის პისტოლეტი გამოიტანა და სიძე ორჯერ გასროლით მოკლა. ქუთაისის საქალაქო სასამართლო გაეცნო ბრალდებულის აღიარებით ჩვენებასა და ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ ყველა მტკიცებულებას. შედეგად, ზაურ მჟავანაძე განზრახ მკვლელობასა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვაში  დამნაშავედ ცნო და 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია