Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

21-11-2014
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

2014 წლის 21 ნოემბერს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოსა და უკრაინის პერსონალის მართვის საერთაშორისო აკადემიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ხელშეკრულებას ხელი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ თემურ გოგოხიამ და აკადემიის იმერეთის განყოფილების დირექტორმა ავთანდილ ძოწენიძემ მოაწერეს.

მემორანდუმის საფუძველზე იგეგმება სტუდენტთა სასამართლოსთან ურთიეთობის გზით, მათი პროფესიული დაოსტატება, განვითარება და პრაქტიკული უნარჩვევების გამომუშავება.

უმაღლეს საგანმანათლებლო სასწავლებლებთან თანამშრომლობის მიზანს კვალიფიციური იურიდიული განათლების ხელშეწყობა წარმოადგენს. სტუდენტებისათვის სასამართლო სისტემის გაცნობა, მათი ინფორმირება მოქმედი კანონმდებლობისა და სამართლებრივი საკითხების თაობაზე, ხელს შეუწყობს მომავალი იურსიტების სამართლებრივი ცოდნის ამაღლებას.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია